საუდის არაბეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება.
საქართველოს პრემიერი სამეფოში ორმხრივ შეხვედრებს გეგმავს. პოლიტიკური დიალოგის პარალელურად განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე კეთდება. დელეგაციის წევრები საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებენ. საუდის არაბეთიდან ინვესტიციების მოზიდვა და სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე მხარეებმა თვეების წინაც ისაუბრეს. მაშინ მთავრობის მეთაური საუდის არაბეთის პრინცს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
„მოამბე“ ერ რიადიდან, – გიორგი კობერიძე გააშუქებს საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრებს.