საქართველოს პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ამერიკის თავდაცვის მდივანს შეხვდნენ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ამერიკის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მეტისს შეხვდნენ.

პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცის სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში, აშშ-სა და ნატო-ს ძალების გვერდით, როგორც ნატო-ს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორს. მეტისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.