საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარადგინა. ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან,  2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის მკვლევართა შეფასებით, საანგარიშო პერიოდში რამდენიმე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, მათ შორის, წინა წელთან შედარებით, შემცირდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნები და გამარტივებული წესით მიღებულ კანონთა რაოდენობა.  გაიზარდა პარლამენტის კომიტეტების მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების მაჩვენებელი, ისევე როგორც ახალი რეგლამენტით გაიზარდა მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულება.

„ საერთაშირისო გამჭვირვალობის“ შეფასებით,  პარლამენტის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებით არსებული ცალკეული გამოწვევებია დეპუტატთა დიდი ოდენობით გაცდენები და პასიური მდგომარეობა. 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ უსარგებლია სიტყვის უფლებით. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან ყველაზე პრობლემურად რჩება სასამართლო რეფორმის ე.წ მეოთხე ტალღა, რომელიც დახვეწას საჭიროებს. ნეგატიურ კანონ-პროექტებს შორის მოხვდა საპენსიო რეფორმა. პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი,  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებები, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი და  ელექტრონული პეტიციების დანერგვა.