კორუფციის აღქმის ინდექსი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ინდექსის ახალ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველო 2023 წლის ანგარიშში 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს და რეიტინგში ასწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს. საქართველოს კარგი მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნების მონაცემებთან შედარებითაც. კერძოდ, საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე მონტენეგროს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, უკრაინას, ბოსნიას, თურქეთსა და ალბანეთს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2022 წელს საქართველოს ქულა, ამ ინდექსის მიხედვით, 56 იყო და 41-ე ადგილს იკავებდა.