საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს უელსს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნაკრებს კარდიფის პრინსი-პალიტის სტადიონზე შეხვდებიან.
მატჩი, თბილისის დროით, 18:30 საათზე დაიწყება. შეხვედრას “მოამბის” კორესპონდენტი ლუკა ჭოჭუა დაესწრება, რომელიც თამაშის დაწყებამდე კარდიფიდან ისაუბრებს.