ეს დღე ისტორიაში – რაგბი | საქართველო VS რუსეთი | 36:8 #ტაიმაუტი
რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ასეთი იყო 2010 წლის 20 მარტს ტრაბზონში ჩატარებული მატჩიც, რომელიც ქართველების გამარჯვებით 36:8 დასრულდა. ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებული დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის დღემდე გამორჩეულია. ტრადიციული მეტოქეების ერთ-ერთ დასამახსოვრებელ შეხვედრას ჩვენს სიუჟეტში გავიხსენებთ.