მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის ემზადება.
ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი პირველ მატჩს გერმანიასთან ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს. რიჩარდ კოკერილის განკარგულებაში 34 მორაგბეა, თუმცა მოახლოებული მატჩისთვის საბოლოო შემადგენლობას ნაკრების ახალი თავკაცი ხვალ დაასახელებს.