საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებისთვის ემზადება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებისთვის ემზადება. ბორჯღალოსნებს დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მოადგილესთან ერთად შეხვდა და ახალი სეზონის დაწყების წინ წარმატება უსურვა.
მილტონ ჰეიგის გუნდი წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს ქუთაისში აია არენაზე ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. 17 თებერვალს კი ბორჯღალოსნები სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდებიან.