საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადმოეცა

საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა მდინარე იორდანესთან არსებული 4 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა, რომელზეც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. მადლიერების ნიშნად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფეს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა და ის საქართველოში მოიწვია. ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობას და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს იორდანიაში თამარ წიკლაური აშუქებს, რომელიც გამართული შეხვედრის და ოფიციალური ცერემონიის შესახებ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.

მოამბე