პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვია, სადაც პრინც ღაზისთან ერთად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილას საქართველოსთვის მიწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მიწაზე, რომლის ფართობიც 4 000 კვადრატული მეტრია, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

დეტალებით თამარ წიკლაური ჩაგვერთვება.