საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. სიონის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აღავლენს.
პატრიარქი წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება. ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ჯვარი, რომელსაც წირვის შემდეგ გახსნიან და მრევლს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ექნება, სიწმინდეს ემთხვიოს.