ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ევროპელ კოლეგებს ქართველი დეპუტატები აწვდიან ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრები იმართება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისადმი სკეპტიკურად განწყობილ ევროპელ დეპუტატებთანაც.