საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები აქციის გასამართად იკრიბებიან

ამ წუთებში ძიუდოს ფედერაციის შენობასთან საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები აქციის გასამართად იკრიბებიან.  მათი მოთხოვნა, ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, უცვლელია. თავად ქევხიშვილი გადადგომაზე უარს ამბობს და მიმდინარე საკითხების განსახილველად სპორტსმენებს 10 მაისს ყრილობაზე იწვევს.