გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგსი“, რომელიც „ლიუფთჰანზას“ ჯგუფში შემავალი კომპანია,ა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებას განიხილავს. ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი – დიუსელდორფი – თბილისის ფრენები დაიწყება, შემდგომში კი არეალი გაფართოვდება.