ახალი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით

ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა დღეს თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა შეასრულა და სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტის პრეზენტაცია გამართა.

28 ივლისიდან, Georgian Wings-ი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით, კვირაში 12 ფრენის სიხშირით შეასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 55 წუთი იქნება.