მომხდარიდან ორი დღის შემდეგაც, ჯერ არავინ დაუკავებია პოლიციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე.
საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის თვითმხილველები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებიც მძარცველებმა მძევლად აიყვანეს.
პოლიციის შენობა მათ უკომენტაროდ დატოვეს. თვითმხილველები კი ყვებიან, რომ ბანკის შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა. მათივე ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო შენობაში შეჭრილ პირსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის, დაშავებული არავინ არ არის.
გასროლის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.
შეგახსნებთ, შემთხვევა 8 მარტს, გლდანში მოხდა.