კონსერვატიული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრები, ვატო შაქარიშვილი და ვატო ქიზი-ყურაშვილი პრემიერის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურებიან.
მათი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიული მოვლენაა. შაქარაშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას როგორც ოპოზიციაში, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რაც მისი თქმით, კითხვებს აჩენს.