პროტესტი „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიების წინააღმდეგ

„ფრანკლინის კლუბის“ საიუბილეო ღონისძიების გასაპროტესტებლად, სამოქალაქო მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის პროპაგანდას ეწევა, რაც, მისი თქმით, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია. „ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის ფარგლებში, მოხსენიებით წარდგებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის არიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები. ღონისძიების მონაწილეების თქმით, სამოქალაქო მოძრაობის მიერ გამართულ აქციას პოლიტიკური მოტივი აქვს და ხელისუფლების მიერ არის მართული.