საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლოს წინა ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მილტონ ჰეიგის გუნდის მეტოქე, 6 ერის წარმომადგენელი შოტლანდია იქნება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ხილვა პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხის მაყურებელსაც შეეძლება.