საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მასპინძლობისთვის აქტიურად ემზადება
საბავშვო ევროვიზიის კონკურს საქართველო 26 ნოემბერს უმასპინძლებს.
16 ქვეყნის მონაწილე კონკურსანტი მაყურებლის წინაშე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამოვლენ.
საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის აქტიურად ემზადება.
უკვე დასრულებულია მთავარი სცენის და დეკორაციის მონტაჟი. მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვაც.
გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების მსურველთათვის ბილეთები იყიდება ვებ პორტალსა და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში.
შოუს გენერალური რეპეტიცია 25 ნოემბერს გაიმართება და იდენტური იქნება მთავარი ღონისძიების.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა.
კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.
ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება.