საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ინტერვიუ ირაკლი ბურჭულაძესთან
საქართველო თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში დიდველისა და მიტარბის არეალში, გათოვლიანების სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი აშენდა, ასევე აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. დიდველი-კოხტა მიტარბის არეალში კი მიმდინარეობს 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ჩატარდება.
როგორ მიმდინარეობს სამზადისი – „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ უპასუხა.