საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ინტერვიუ ირაკლი ბურჭულაძესთან

საქართველო თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში ​დიდველისა და მიტარბის არეალში, გათოვლიანების სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი აშენდა, ასევე აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. დიდველი-კოხტა მიტარბის არეალში კი მიმდინარეობს 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ჩატარდება.

როგორ მიმდინარეობს სამზადისი – „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ უპასუხა.