საქართველო ისტორიული შეხვედრის მოლოდინში

ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. მოხვდება თუ არა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე, ეს დღეს გაირკვევა. საქართველო- საბერძნეთს საფეხბურთო დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 21 საათზე გაიმართება და მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ევრო 2024 ის საგზურს მოიპოვებს. ნახევარფინალში „ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხეს, საბერძნეთმა კი ყაზახეთს 5:0 მოუგო.

დღევანდელი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრის დიდ ეკრანზე ნახვის საშუალება გულშემატკივრებს რესპუბლიკის მოედანზეც ექნებათ.