საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება. ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნაში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ ნაკრებს დანარჩენი 12 ლეგიონერი მომდევნო დღეებში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, მონტენეგროსთან აქვს დაგეგმილი.