საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა ბრიუსელში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრა ბრიუსელში.
ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით უკვე ბელგიის დედაქალაქშია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების გზაზე მიღწეული პროგრესი დღეს განხილვის თემა იქნება. ასევე ისაუბრებენ ასოცირების განახლებული დღის წესრიგი შესახებაც.
სხდომის შემდეგ პრემიერ კვირიკაშვილისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ასევე დაგეგმილია მთავრობის მეთაურის აუდიენცია ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან. ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.