ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტი იწყება. ბრიუსელში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად. დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალებაა, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად უნდა შესრულდეს.

ვიზიტის მეორე ნაწილი ნატო-ში გაგრძელდება. მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.