საპროტესტო მსვლელობა მარნეულში

საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი განმარტებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერებს მიზანმიმართულად იღებს და არ აძლევს პარტიას მათი განთავსების საშუალებას.

მარნეულის მერის, ზაურ ტაბატაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბანერები კანონით აკრძალულ ადგილებში განათავსეს. ბანერების დემონტაჟი კი სწორედ ამ კანონდარღვევის გამო მოხდა.