საპროტესტო აქციები რუმინეთში

რუმინეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ და მთავრობის მიერ დაგეგმილ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. ამ რეფორმის მიმართ ევროკავშირსაც შენიშვნები აქვს. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ბუქარესტის გარდა აქციები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. საკუთარი პროტესტის გამოსახატად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი სამშობლოშიც კი დაბრუნდა.