წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრებიან. ეს იმ შემთხვევაში, თუ სტატუსთან და საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებული მოთხოვნები პირველ მაისამდე არ დაკმაყოფილდება.
გაუსაძლისია პირობები, რომლებშიც აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან 90-იანი წლების ბოლოს წალკაში ჩასახლებული ოჯახები ცხოვრობენ. მდგომარეობას ის გარემოებაც ართულებს, რომ ბერძნებმა, რომელთა მიერ დატოვებულ სახლებს ეკომიგრანტები იკავებდნენ, ბოლო წლებში წალკაში დაბრუნება დაიწყეს.