ოპოზიციის საპროტესტო აქცია – შალვა სუმბაძის პირდაპირი ჩართვა #მოამბე

10:00, 19.11.2024

ჭავჭავაძის გამზირზე და ვარაზის ხევზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან, შესაბამისად, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამთენიისას დაიწყო აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლება, „კოალიცია ცვლილებებისათვის“და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადგილზე განთავსებული კარვები და სხვა კონსტრუქციებიც ტერიტორიიდან უკვე გატანილია.

რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე – შალვა სუმბაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

მსგავსი