საპროტესტო აქცია თერჯოლაში.
სოფელ სიქთარვას მოსახლეობა წყალს ითხოვს. 100-მდე ოჯახი პრობლემის მოგვარებას 38 წელია ელოდება. მოსახლეობა ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის წყალს მდინარე ძევრულადან იღებენ ან წვიმას ელოდებიან. სასმელი წყალი კი რამდენიმე კილომეტრიდან მოაქვთ.
თერჯოლის მერის წარმომადგენლის, თამაზ ბარბაქაძის ცნობით, სამუშაოები დაწყებულია და პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ იქნება.