აქცია სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში. შეკრებილების თქმით, წყალი 20 წელია არ მიეწოდებათ და ჭებიდან ეზიდებიან, თუმცა ახლა გვალვის გამო წყალი ჭებშიც აღარ არის. აქციის მოწილეებთან თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მივიდა. მისი თქმით, ორი წლის წინ, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და ახლა პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ.