სასმელი წყლის პრობლემა

ზემო ბოდბის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივებს წყალი შეზღუდვებით მიეწოდება და როგორც ამბობენ, სასმელად უვარგისია. მოსახლეობა დაბინძურებული წყლით გამოწვეული მოწამვლის ფაქტებზე საუბრობს.

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სიღნაღშიც. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დაწყებულია.

ექნება თუ არა კახეთის მცხოვრებლების ნაწილს 24-საათიანი წყალმომარაგება და რა გეგმები აქვთ კომპანიაში,- თემის დეტალები „მოამბეში“.