გუდაურში წყლის პრობლემა სრულად აღმოფხვრილია

უდაურში, რამდენიმედღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, წყლის პრობლემა სრულად აღმოფხვრილია.რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება გუშინ უკვე აღუდგა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შესაბამისი სამსახურებით, 112-ის ბრიგადებთან ერთად, სამი დღის განმავლობაში მუშაობდა. მოეწყო დროებითი სატუმბო სათავე.

გუდაურის ახალ დასახლებას წყალი 31 დეკემბრის ღამით შეუწყდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომპლექსი უწყლოდ იყო დარჩენილი. პრობლემის მიზეზად მცირე რაოდენობის ნალექი სახელდება.