საპროტესტო აქცია თელ-ავივში

თელ-ავივის ქუჩებში ათასობით ადამიანი ისრაელის ახლადარჩეული მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეები ჯერ ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით „ დემოკრატია საფრთხეშია“. “times of israel-ის” მონაცემებით აქციაში მონაწილეობა 10 ათასმა ადამიანმა მიიღო. დემონსტრანტები ხელისუფლების სათავეში ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსვლას აპროტესტებენ და თვლიან, რომ ის ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.