სოფელ ტანძიაში მიმდინარე აქციას, რომელი უკვე 25-ე დღეა გრძელდება, საყდრისის კომიტეტის და დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები შეუერთდნენ. მათ ჯერ მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინეს, რის შემდეგაც იმ ტერიტორიაზე სცადეს შესვლა, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის პოლიციამ არ მისცა.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ხულუთის ციხე და ფიტარეთის მონასტერი დაათვალიერეს. მათი განმარტებით, მიმდინარე სამუშაოები კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს უქმნის.