სოფელ ტანძიის მოსახლეობა აქციას ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე განაგრძობს
სოფელ ტანძიის მოსახლეობა აქციას ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე განაგრძობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტანძიის მოსახლეობამ, რომელიც მდინარე ხრამის ხეობის ჩასასვლელთან, უკვე 17 დღეა საპროტესტო აქციას მართავს, ე.წ. ბნელი ხევისკენ გადაინაცვლეს. ისინი „არ ემ ჯი გოლდისგან“ ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ე.წ.  ბნელი ხევის ტერიტორიაზე კარვების გაშლას აპირებდნენ, თუმცა დაცვის პოლიციამ მათ ხრამის ხეობაში ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებს ე.წ. ბნელი ხევისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა გადათხრილი დახვდათ, მეორეზე კი, პოლიცია იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა გზა ფეხით განაგრძეს.

ადგილობრივების ნაწილი ამ დრომდე ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე რჩება. მათი თქმით, ისინი კომპანია „არ ემ ჯი გოლდს“ ტერიტორიაზე სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

როგორც „არ ემ ჯი გოლდში“ აცხადებენ, კომპანია სამუშაოებს კანონის ფარგლებში ახორციელებს და ყველა შესაბამისი ნებართვა აქვს.