საპროტესტო აქცია სოფელ ტანძიაში

სოფელ ტანძიაში პროტესტი გრძელდება.

ადგილობრივები მიმდინარე ტერიტორიაზე კომპანია RMG GOLD-ის მიერ სამუშაოების დაწყებას ეწინააღმდეგებიან.

უკვე თვეზე მეტია ადგილობრივების ნაწილს გზა გადაკეტილი აქვს და კომპანიის ავტომობილებს მოძრაობისა და მუშაობის განახლების საშუალებას არ აძლევს.

მოსახლეობა ამბობს, რომ RMG GOLD-ის საქმიანობა, ხეობას დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის.