სოფელ ტანძიაში პროტესტი გრძელდება.
ადგილობრივები მიმდინარე ტერიტორიაზე კომპანია RMG GOLD-ის მიერ სამუშაოების დაწყებას ეწინააღმდეგებიან.
უკვე თვეზე მეტია ადგილობრივების ნაწილს გზა გადაკეტილი აქვს და კომპანიის ავტომობილებს მოძრაობისა და მუშაობის განახლების საშუალებას არ აძლევს.
მოსახლეობა ამბობს, რომ RMG GOLD-ის საქმიანობა, ხეობას დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის.