თბილისის ქაოტური განაშენიანება

მოუწყობელი ეზოები, ავტოპარკინგის პრობლემა, ეკოლოგიური საფრთხე, დედაქალაქის დამახინჯებული იერსახე, შენობებს შორის შემცირებული დისტანცია და მიუდგომელი კორპუსები, რის გამოც ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებთან ხშირად სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებიც კი ვერ მიდიან: ეს თბილისში ბოლო წლებში მიმდინარე ქაოტური მშენებლობების შედეგია.

2016 წელს მერიამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში კა-2 კოეფიციენტის გაზრდაზე შეზღუდვები დააწესა, თუმცა გადაწყვეტილება მანამდე გაცემულ სამშენებლო ნებართვებს არ ეხება. შესაბამისად რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ისევ მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.