ტანძიაში "არ ემ ჯი გოლდის" წინააღმდეგ გამართული აქცია ენმ-სთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

აქცია ტანძიაში. მოსახლეობის პროტესტი, რომელიც “არ ემ ჯი გოლდის” წინააღმდეგ იყო მიმართული, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე ჩასული ნიკა მელია, შეკრებილებმა საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავდაპირველად კი პროტესტი, თეთრი წყაროს რაიონში ბნელი ხევის საბადოზე და მიმავალ გზაზე მიმდინარე სამუშაოებს მოჰყვა, რომელიც მოსახლობის თქმით, სოფლებს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის. საპირისპიროს აცხადებენ “არ ემ ჯი გოლდში”. კომპანის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ახალი პროექტის მიხედვით, გზა არა სოფლებზე, არამედ დასახლებების გვერდის ავლით გაივლის და, შესაბამისად, პრობლემა მოსახლოებას არ შეექმნება.

ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი.