საფრანგეთის ახალი აკვიტანიის რეგიონში წყალსაცავის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ახალი წყალსაცავის შექმნას აპროტესტებენ, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვა უნდა უზრუნველყოს. აქციის ათასობით მონაწილე მშენებლობის ზონასთან შეიკრიბა, რის შედეგად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დემონსტრანტები კი სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებდნენ. დაპირისპირების დროს პოლიციის ორი ავტომობილი დაიწვა. საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა.