„გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლებმა ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რესტორანში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დღეს გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი.