საპროტესტო აქცია - პრემიერის განცხადება

პრემიერ-მინისტრისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა – ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს. მთავრობის სხდომაზე მან ლექსო ლაშქარავას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. მისივე განცხადებით, საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა, პროვოკატორების უკან რევანშისტული რადიკალური ძალა იდგეს.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.