საპროტესტო აქცია ლენტეხის მუნიციპალიტეტში

აქცია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაში. ადგილობრივები “ხელედულა 3 ჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ.

შეკრებილების გაცხადებით მდინარეების – ხელედულას და დევაშის – დამაკავშირებელ ხეობაში 4 კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს, რის გამოც ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება.

ლენტეხის მერის განცახებით, აღნიშნულით გამგეობა ინფორმირებულია და ეკოლოგიური საფრთხე არ არსებობს.