საპროტესტო აქცია გამართა ბოლნისში „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ. მან გაერო-ს მიგრანტთა პაქტი გააპროტესტა.
ბაღათურია ამბობს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტები შეუზღუდავი რაოდენობით და შეუფერხებლად მიიღოს, რაც პოლიტიკოსის აზრით, შესაძლოა დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.
ჯონდი ბაღათურიამ მოსახლეობას მოუწოდა, 16 მარტს დედაქალაქში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.