„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ განცხადება

საკანონმდებლო წინადადებით გამოდის „ქართული დასი“. პოლიტიკური მოძრაობა სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის 307-ე მუხლის დაბრუნებას ითხოვს. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარტიამ შესაბამისი ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინა. ბაღათურიას თქმით, 2007 წელს, წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებმა კოდექსიდან სახელმწიფო ღალატის შესახებ 307-ე მუხლი ამოიღეს.