დავით გარეჯის საქმე

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს უმრავლესობის ყოფილი წევრი, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს. დავით გარეჯის საქმეზე კითხვებზე დარჩიაშვილი პასუხს თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.

როგორც ცნობილია, საქმეში 2012 წლის მაისით დათარიღებული პარლამენტის სხდომის ჩანაწერი დევს, სადაც „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია დავით გარეჯში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს ითხოვდა. პარლამენტში გამართული დებატების დროს, გარეჯში არსებული სიტუაციის ახსნა ბაღათურიასთვის დარჩიაშვილმა სცადა.