ჯონდი ბაღათურიას განცხადება

ქართული ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებებზე საუბრობს „ქართული დასის“ ლიდერი. ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ეკლესიის მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყეს. მისი თქმით, ამ მოქმედების მიზანი, პატრიარქის გადაყენება და სინოდალური მმართველობის შემოღება იყო.  ბაღათურია აცხადებს, რომ ეს ძალები ამ დრომდე თანამშრომლობენ ეპისკოპოსების ნაწილთან და ცდილობენ საპატრიარქოში გავლენის მოპოვებას. „ქართული დასის“ ლიდერი იმ ეპისკოპოსების სახელებსაც ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, შემჩნეული არიან პოლიტიკურ გარიგებებში.