კიდევ ერთი აქცია აგარაში. შ.პ.ს აგარის შაქრის თანამშრომლები ქარხნის ამუშავებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ქარხანა ოქტომბრის შემდეგ გაჩერებულია, მიზეზად კი იმპორტირებულ პროდუქციასთან არაკონკურენტული მდგომაროება სახელდება.
ადგილობრივების თქმით, 481 დასაქმებული უმძიმეს მდგომარეობაშია, ამიტომ ისინი დახმარებას ხელისუფლება სთხოვენ. აქციას დღეს პროფკავშირებიც შეუერთდა. მათ ქარხანაში დასაქმებულ ქალებს სიმბოლურად ყვავილები მიართვეს. კიდევ ერთი აქცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით ხვალ გაიმართება, რის შედეგადაც, ორგანიზატორების თქმით, პროტესტი უკვე დედაქალაქში გადაინაცვლებს.